ლევან იზორია თურქ კოლეგას შეხვდა
23-05-2017, 09:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან, ფიქრი იშიქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

 


საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას თურქეთის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ევროატლანტრიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფება ურყევია და ამ მხრივ, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება კვლავ გრძელდება.

 


მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლებასა და ერთობლივ სწავლებებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში, კერძოდ, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოსა და თურქეთის კონტრიბუციასაც.

 


ბათუმში გამართული საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის რიგით მეხუთე სამმხრივი მინისტერიალი დასრულდა. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი