ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი დაწესდა
23-05-2017, 09:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

22 მაისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე ) იმოძრავებს ძველი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით), ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად (სამტრედია-ქუთაისის მიმართულებაზე).

 


საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული რეჟიმის დაწესება გამოწვეულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების სამუშაოების გატარებით, რომელიც მოიცავს:

 


გარე განათების ქსელის მოწყობას

 


ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობას

 


ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას

 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდემდე გაგრძელდება ამგვარი რეჟიმი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი