დანიის შიდა გვარდიის მეთაური საქართველოს ეროვნულ გვარდიას ესტუმრა
23-05-2017, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ვიზიტად მყოფ დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ უმასპინძლა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნულ გვარდიაში გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 


შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დანიელი სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. უწყებრივი მედლები „გენერალი მაზნიაშვილი“ გადაეცათ დანიის შიდა გვარდიის შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ არპე ნილსენს, სტაბილიზაციის ცენტრის ოპერაციების ხელმძღვანელს, მაიორ ნიკოლაი ლუნდსტინს, ასევე, კაპიტნებს ანდერს ფრისსა და დანიელ ბერგრინს.

 


დღესვე, დანიის სამეფოს შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის ურთიერთობების განმტკიცების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, გენერალ-მაიორმა ფინ უინკლერმა ეროვნული გვარდიის თანამშრომელს არჩილ ასათიანს დანიის შიდა გვარდიის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადასცა.

 


დანიის შიდა გვარდია საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან 2010 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გადამზადდა პირადი შემადგენლობა, მოეწყო და აღიჭურვა ეროვნული გვარდიის სასროლეთები და საკლასო ოთახები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი