საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრემიერ მინისტრს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთოხების საკითხები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების თემები.
თურქეთის პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თურქეთი ყოველთვის იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო და თურქეთი ერთმანეთთან დაკავშირებულია უამრავი, ძალიან საინტერესო ინიციატივით, რომელიც ხელს უწყობს როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასაც. შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს ამ თანამშრომლობას.
აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან წარმატებულად და დინამიურად ვითარდება.
„საქართველოს თურქეთთან ძალიან აქტიური დღის წესრიგი აქვს, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისთვის. სასიხარულო და მნიშვნელოვანია, როდესაც ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.
გარდა ამისა, ნატო-ს წევრი ქვეყნები ემზადებიან ბრიუსელის სამიტისათვის, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი შეხვედრა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებთან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
თურქეთი საქართველოს ძალიან აქტიური მხარდამჭერია ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ვარშავის სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკა. შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკაში კი, თურქეთს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.
გარდა ამისა, საქართველო - ნატო-ს ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში თურქეთი მონაწილეობს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში და ყველა იმ რეფორმაში, რომელიც საქართველოში ხორციელდება ნატო-სთან ინტეგრაციის მიზნით. ასე რომ ეს ჩართულობა უაღრესად ხელშემწყობია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისათვის,“ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე. ასევე თურქეთის დელეგაციის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაღი, ეკონომიკის მინისტრი ნიჰად ზეიბექჩი, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრი ფარუქ ჩელიქი, საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ბიულენთ თუფენქჩი, ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეთ არსლანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.