პოლიციამ „მანჩესტერ არენაზე“ აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილად სალმან აბედი დაასახელა. როგორც BBC იუწყება, 22 წლის სალმანი მანჩესტერში, ლიბიური წარმოშობის ოჯახში დაიბადა.
Greater Manchester-ის პოლიციამ განაცხადა, რომ პრიორიტეტს წარმოადგენს დადგინდეს, აბედი მარტო მოქმედებდა თუ არა.
ორშაბათს ღამით ინგლისის ქალაქ მანჩესტერში ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტის დასრულებიდან მალევე მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაიღუპა და 59-მა ადამიანმა დაზიანებები მიიღო.
ეჭვმიტანილმა თვითმკვლელმა თავი არენას ფოიეში იმ დროს აიფეთქა, როდესაც ფანები არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ შენობას ტოვებდნენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ინციდენტს განიხილავენ, როგორც ტერორისტულ აქტს. როგორც „როიტერსი“ წერს, თუკი ეს დადასტურდა, ეს იქნება მებრძოლი დაჯგუფების ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ბრიტანეთზე მას შემდეგ რაც ოთხმა თვითმკვლელმა მუსლიმმა ბრიტანელმა, 2005 წლის ივლისში, ლონდონის სატრანსპორტო სისტემაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შედეგად 52 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
აფეთქება არენაზე, რომელიც 21, 000 ადამიანს იტევს, და სადაც ამერიკელი მომღერალი ბრიტანელი აუდიენციის წინაშე წარსდგებოდა, რომელთა შორის ბევრი ბავშვიც იყო, ადგილობრივი დროით ორშაბათ საღამოს 10:35 (21:35 GMT) საათზე მოხდა.
თვითმხილველმა, რომელიც კონცერტს ესწრებოდა, განაცხადა, რომ მან უზარმაზარი აფეთქება იგრძნო, როდესაც იგი არენას ტოვებდა, რასაც ყვირილი და ალიაქოთი მოჰყვა და ათასობით ადამიანი შენობიდან თავის დაღწევას ცდილობდა.
23 წლის მომღერლის, არიანა გრანდეს პრესმდივანმა განაცხადა, რომ მომღერალი „კარგად არის“.
კონცერტის წამყვანმა კატრინ მაკფარლეინმა „როიტერსს“ განუცხადა: „ჩვენ გასასვლელად ვემზადებოდით, როცა იმ კარების მარჯვნივ აღმოვჩნდით, სადაც მასიური აფეთქება მოხდა და ყველა გაჰყვიროდა. ეს იყო უზარმაზარი აფეთქება. ქაოსი შეიქმნა, ყველა გარბოდა და ყვიროდა და უბრალოდ გარეთ გაღწევას ცდილობდა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.