გიორგი კვირიკაშვილი: მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩვენ საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს განვახორციელებთ
24-05-2017, 01:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკური რეფორმების კუთხით უკვე წამოვიწყეთ საპენსიო სისტემის რეფორმაც. მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩვენ საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს განვახორციელებთ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

 

 

მისი თქმით, სავალდებულო დაგროვებაზე დაფუძნებული საპენსიო სისტემა, ერთი მხრივ, სათანადო ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფს მომავალ პენსიონერებს, ხოლო მეორე მხრივ, დაუყოვნებლივ შექმნის ასობით მილიონი ლარის ადგილობრივ, გრძელვადიან საინვესტიციო კაპიტალს.

 

 

„ამ რესურსების ათვისების მიზნით ჩვენ ასევე წამოვიწყეთ კაპიტალის სისტემის რეფორმა. ერთ წელიწადში ადგილობრივი საფონდო ბირჟა დაუკავშირდება ერთ-ერთ ევროპულ პლატფორმას. სავარაუდო პარტნიორებს შორის, ამ ეტაპზე მოიაზრება ვარშავის, ვენის ან ლონდონის საფონდო ბირჟები - ჩვენ ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რათა გავზარდოთ საქართველოში არსებული ფასიანი ქაღალდების ხილვადობა და სანდოობის ხარისხი გლობალურ ფინანსურ ქსელებში, ევროპელი და გლობალური ინვესტორებისათვის და პირიქით. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც, როგორც აღვნიშნე საქართველოს განვითარების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. საქართველოს ექნება სიცოცხლისუნარიანი საფონდო ბირჟა; შეიქმნება ეროვნული ვალუტის ადგილობრივი წყარო გრძელვადიანი ინვესტიციების განსახორციელებლად და რა თქმა უნდა, ამ რეფორმის შედეგად პენსიონერთა ფინანსური ტვირთი სახელმწიფო ბალანსიდან კერძო სექტორზე გადაინაცვლებს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

 

 

კომენტარები: 5
#5   ნათელა
      
ის, რაც საქართველოში ხდება, არცერთ ქვეყანაში არ ხდება! 35 წლიანი შრომის სტაჟის მქონეებს აქვთ გათანაბრებული პენსია
მათთან, საერთოდ რომ არ უმუშავიათ სახელმწიფო დაწესებულებაში! ეს, დამსახურებული ადამიანების აბუჩად აგდებაა!და საერთოდ, რატომ ხდება პენსიონერების ღვაწლის "დავიწყება" ბოლო ათეულ წლებში? ჩვენ, ცხოვრების ნახევარი სამშობლოს ძლიერებას შევწირეთ! ასე გვიხდით მადლობას? ამდენი ფული აქვს ქვეყანას, რომ მუქთახორასაც აჭამოს?
29 ივნისი 2017 17:27
#4  მანანა
      
დიახ ბატონო ბიძინა 2021 წლამდე კი არა უნივერსიტეტში მეცნიერება ( საბედნიეროდ ზოგიერთი გამონაკლისების გარდა)
საბოლოოდ დასამარებულია,რაც შეეხება პენსიონერებს სამარცხვინოა როდესაც თსუ-ს პროფესორს და მეცნიერს ჰქონდეს
იმდენივე პენსია რასაც ღებულობს ადამიანი, რომელსაც ერთი დღე არ უმუშავია,დაახლოებით ერთი წლის წინ პარლამენტის დადგენილებით (მაშინ მეცნიერებისა დაკულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ ბატონი კიღურაძე)მიიღო დადგენილება თსუ-დან დათხოვნილი თანამშრომლებისთვის (პენსიონერებისათვის სამუშაო სტაჟით 25 წელი და ა.შ) დაენიშნათ 200-300 ლარის ოდენობით დახმარება ასეთი ადამიანი აღმოჩნდა 234.(რამდენმა სული უკიდურეს სიღარიბეში დალია?!)ეს დადგენილება სადღაც გაქრა და დაუნიშნეს კანდიდატს 55 ლარი დოქტორს 67 ლარი ხოლო ხარისხის არ მქონეს 46 ლარი, თანაც აქედან 20% კიდევ იბეგრებოდა,(ეს მთლიანი თანხა დღევანდელი სრული პროფესორის ერთი თვის ხელფასიც არ არის) ხოლო 2017 წლიდან ესეც მოეხსნათ, რადგან უნივერსიტეტს არ ქონია ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა,აი ასე ზრუნავს თსუ და ქვეყანა თავის ღვაწლმოსილ ადამიანებძე.
29 ივნისი 2017 06:01
#3   tamar abuladze
      
მოკრძალებულად მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, იქნებ მოახერხოთ საპენსიო ასაკის დაწევაზე იზრუნოთ,
29 ივნისი 2017 03:00
#2   დავითი
      
მოგესალმებით ბატონო გიორგი!
ერთად ერთი ადამიანური, ქრისტიანული თხოვნა მექნებოდა თქვენდამი (ვისაც ქვეყნის სადავეები უპყრია ხელთ და ყოველივე ძალუძს ამ საქართველოში), ის რომ არამომუშავე მეორე ჯგუფის ინვალიდ-პენსიონერს გაუზარდოთ პენსიის ოდენობა, ასი ლარიდან 150 ლარამდე ანუ საარსებოდ უმცირესი - 50 ლარით!
პ.ს. მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომ წასდგება განკითხვის ჟამს საღმთო სამსჯავროზე, ის თქვენ იქ კეთილად მოგიხსენიებს და ეს თავადაც წაგადგებად თავის დროზე სამოთხეში სულის მოსახვედრად - უდაოდ!
წინასწარ გიხდით მადლობას, მცირე რიცხოვანი მეორე ჯგუფის არამომუშავე ინვალიდ-პენსიონერთა სახელით, თქვენი გულისხმიერებისთვის და ჩვენზე ფინანსური დახმარების აღმოჩენისთვის - ღმერთმა დაგლოცოთ!
იხარეთ და იდღეგრძელეთ მარად!
ვინმე, დავით სოლომონია (არამომუშავე მეორე ჯგუფის ინვალიდ-პენსიონერი).
პირადი N 01012010325.
გმადლობთ!
29 ივნისი 2017 01:28
#1   Bidzina Savaneli
      
მანამდე?! 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „2017 წელი ძალიან(!) მაგარი(!) გვექნება“. ერთი კვირის შემდეგ კი მანვე განაცხადა, რომ „2017 წელს პენსიებისა და დახმარებების გაზრდა არ იგეგმება“, ხოლო დღეს - 2017 წლის 24 მაისს - აცხადებს, რომ: „საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს 2018 წლის მესამე(!) კვარტლიდან განვახორციელებთ“, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლამდე პენსიონერების სიღატაკე ნოლის ნიშნულს კატასტროფულად ჩამოცდება, ხოლო უმუშევარი ახალგაზრდები საერთოდ ულუკმაპუროდ დარჩებიან. ისედაც სავალალო მდგომარეობა თსუ-დან დათხოვნილ მეცნიერებსა და მკვლევარებს 2019 წლამდე უფრო დაუმძიმდებათ. ფაქტი ჯიუტია. სააკაშვილის ბრძანებით და ნარმანიას მეგობრის - ხუბუიას მეოხებით - თსუ-ში დარბეული და თსუ-დან დათხოვნილი, მაგრამ 2013 წელს თსუ-ს რექტორის აკადემიკოს ლადო პაპავას მიერ აღდგენილი მკვლევარები, 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ისევ დაითხოვეს და კვლავ პენსიის ამარად დატოვეს. ამ დროს, თსუ-ს ახალმა რექტორმა განაცხადა: „ჩემი ამბიციაა თსუ - კვლევით უნივერსიტეტად ვაქციო“, და ეს მაშინ, როდესაც თსუ-ს აკადემიური საბჭოს ინიციატივით სენატმა 2017 წლის დასაწყისში უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების წარმოება 2021 წლამდე გადაავადა; ანუ, უნივერსიტეტს სამეცნიერო სტანდარტი 2021 წლამდე არ ექნება. ბუმბერაზი მკვლევარის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი - მკვლევართა გარეშე?! “მეტი რა გითხრათ. რით გაგახაროთ?“.
24 მაი 2017 03:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი