საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარდაცვლილი პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გათანაბრდება. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად არის და ის პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.
„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეიტყვეს, რომ მზად არის კანონპროექტი, რომლითაც ჩვენ გვსურს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კრიმინალთან ბრძოლაში დაღუპული პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გავათანაბროთ. ნუ ეცდებიან ფარისევლები, მიიწერონ ის, რაც არ გაუკეთებიათ არასოდეს. მათ შეეძლოთ, 9 წლის განმავლობაში ეს გაეკეთებინათ, თუმცა არ გააკეთეს და ჩვენს გაკეთებულს ნუ მიიწერენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედროების ოჯახებისთვის ერთჯერადად 100 ათას ლარიანი კომპენსაციის დაწესება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ შეღავათებზე, რომლითაც პოლიციელები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სარგებლობენ.
„მნიშვნელოვნად გავზარდეთ სოციალური დახმარება. თანამშრომლები იღებენ კომპენსაციას დაქორწინების, შვილის შეძენის და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, რისთვისაც 2013-2014 წლებში 7 700 000 ლარი გამოვყავით. პოლიციელების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მკურნალობის ხარჯები პრაქტიკულად გაორმაგდა; ვუფინანსებთ საზღვარგარეთ მკურნალობას, რისთვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 6 200 000 ლარი დაიხარჯა. იქამდე ამის ნახევარიც არ იყო. პატრულ-ინსპექტორებს და მესაზღვრეებს ხელფასები გაეზარდათ, დახმარებას იღებენ მრავალშვილიანი პოლიციელები - 4 შვილის შემთხვევაში - 250 ლარს, 5 და მეტი შვილის შემთხვევაში შესაბამისად - 375 და 500 ლარს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.