დანიის სამეფოს შიდა გვარდიის სკოლის წარმომადგენელთა მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ „პალდოში” მსროლელ-ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
კურსი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ეროვნული გვარდიის 20 სამხედრო მოსამსახურე საცეცხლე მომზადების დამოუკიდებლად დაგეგმვის, ჩატარებისა და კონტროლის უნარ-ჩვევებს დაეუფლა.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
დანიის სამეფოს შიდა გვარდია საქართველოს ეროვნულ გვარდიას გამოცდილებას 2010 წლიდან უზიარებს. თანამშრომლობის ფარგლებში განახლდა ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურა და გადამზადდა პირადი შემადგენლობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.