საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილმა მანჩესტერში, ტეროტისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს თანადგომა გამოუცხადა.
„გულის სიღრმემდე შეგვძრა მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, თანადგომას ვუცხადებთ დაშავებულებს და მთელი გაერთიანებული სამეფოს ხალხს.
ჩვენ, ყველა, ვისაც გვჯერა ჰუმანიზმის, ცივილიზაციის, ადამიანური ღირებულებების, უნდა გავერთიანდეთ, კიდევ უფრო მტკიცედ, ტერორიზმის წინააღმდეგ.
ომი ტერორიზმთან მიმდინარეობს, საქართველო ამ ომში მტკიცედ დგას", აღნიშნულია პრეზიდენტის ჩანაწერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.