მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება
25-05-2017, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ახალი პროგრამის ინიციატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა და იგი მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მეცხოველეობის განვითარებას.

 

 

„იმისათვის რომ არ მოხდეს მთიანი რეგიონების მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შევუწყოთ მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოდის მნიშვნელოვანი ინიციატივით. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევად დავითაშვილს. პროგრამა ითვალისწინებს, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას, რათა ხელი შევუწყოთ მეცხოველეობის განვითარებას. ეს პროგრამა ორი წელს მოიცავს და სახელმწიფოს მხრიდან იქნება 6 მილიონი ლარი გამოყოფილი," აღნიშნა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ააშენებს რძის გადამამუშავებელ საწარმოს და უზრუნველყოფს მის სრულ აღჭურვას.

 

 

„აღნიშნული საწარმო, პირდაპირი მიყიდვის წესით, გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც 8 წლის განმავლობაში დაფარავს საერთო საბალანსო ღირებულების 23%-ს. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით. მოდელად ჩვენ ავიღეთ ერთობლივი ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს" ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც რაჭაში ხორციელდება. ეს პროგრამა გავრცელდება სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც," განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი