დუშეთის გამგეობის თანადაფინანსებით, გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორია აღადგინეს
25-05-2017, 03:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის“ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობითა და თანადაფინანსებით ამბულატორია აღდგა.

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სათანადო პირობების უქონლობის გამო, გრემისხევის მოსახლეობისთვის ამბულატორიული მომსახურების მიღება დიდ სირთულეს წარმოადგენდა, აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ამბულატორია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით, რაც მოასახლეობას საშუალებას მისცემს ისარგებლოს სრულყოფილი მომსახურებით.

 


ამბულატორიის გარდა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით ასევე აღდგენილ იქნა ადმინისტრაციული შენობაც.

 


შესრულებული სამუშაოები მოინახულეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა, გამგეობის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა და „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების“ რესურს-ცენტრის კოორდინატორმა, ნანა წიკლაურმა.

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების“ პროექტი „ევროკომისიის რისკების მიმართ მდგრადობის გაძლიერების პროგრამის“ (DIPECHO) ფარგლებში ორგანიზაცია „ბრიჯ ინოვაცია და განვითარების“ მიერ ხორციელდება. დუშეთის მუნიციპალიტეტში, საპილოტედ შერჩეულია გრემისხევის ადმინისტრაციული ერთეული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი