გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევებზე კანონმდებლობა მკაცრდება
25-05-2017, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

 

 

„ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ (ულიცენზიოდ) მოპოვებისთვის, ნადირობის წესების დარღვევისათვის. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს მიეცემათ უფლებამოსილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, ადგილზევე მოახდინონ დაჯარიმება.

 

 

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ასევე მკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაშიც და მოხდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება. ვფიქრობთ, ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია გავხდეთ მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანა და ვართ კიდეც. ყოვლად მიუღებელია გარემოს დაბინძურების ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს. განსაკუთრებით მძიმე სურათია ავტომაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიებზე. მე უკვე გავეცი დავალება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, გამგებლებმა მიხედონ თავიანთ რაიონებში მაგისტრალის გარშემო დაბინძურების საკითხებს. ეს კანონი კი დაგვეხმარება, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღოთ", განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი