გიორგი მარგველაშვილი: ბიზნესს უნდა გააჩნდეს ჰუმანური ვალდებულება, შექმნას ისეთი პირობები, რომ არ დაზიანდეს დასაქმებულის ღირსება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე
25-05-2017, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შრომის ინსპექციის საკითხებთან დაკავშირებული კონფერენცია გახსნა, რომელიც „რედისონ ბლუ ივერიაში”, საქართველოს სახალხო დამცველის, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 


როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რომც არ აწესებდეს სტანდარტს, თავისთავად დამსაქმებელი, რომელიც ჩართულია ბიზნესში, ან რაიმე საქმიანობაში მას გააჩნია გარკვეული დაუწერელი, ჰუმანური ვალდებულებაც კი იმისთვის, რომ თავისი თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზიანდეს არც მათი ღირსება, არც მათი ჯანმრთელობა და ბუნებრივია, არც მათი სიცოცხლე.

 


პრეზიდენტის განცხადებით, თავისთავად აბსურდია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რიცხვებში დათვლა, მაგრამ საკმაოდ მძიმეა ის სტატისტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს.

 


მისი თქმით, საქართველოში გვაქვს ტრაგიკული სტატისტიკა ადამიანების, რომლებიც სამუშაო პირობებში და სამუშაო გარემოს მოუწყობლობის, ან მოწყობის წესთა დაუცველობის გამო დაიღუპნენ სამუშაო ადგილზე.

 


„ამ ფონზე შრომის ინპექციის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შრომის ინსპექციის შექმნის პროცესსში პრინციპულ და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გავაკეთოთ აქცენტი.

 


დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა, ტრადიციულად, ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რომელიც არაერთ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და რევოლუციურ პროცესებშიც კი გარდაქმნილა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში.

 


იმ მომენტიდან, როდესაც შრომა იქნა გააზრებული, როგორც პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, გაჩნდა დილემა თუ ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ქმნის პროდუქტს, არის ის მხოლოდ შემადგენელი ნაწილი პროდუქტის შექმნისა, თუ არის ის ამავდროულად ცოცხალი არსება, რომლის მიმართაც როგორც ცივილიზაციას, როგორც ჰუმანურ არსებებს, გვაქვს ღირებულებითი დამოკიდებულება,“ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მაღალი თანამდებობის პირებს საკითხზე მსჯელობაში ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი