გიორგი მარგველაშვილი: სახალხო დამცველის სამსახურს ხელფასს ვუხდით, რომ აღმოაჩინოს და წარმოგვიდგინოს პრობლემები
25-05-2017, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახალხო დამცველის სამსახურს ხელფასს ვუხდით, რომ აღმოაჩინოს და წარმოგვიდგინოს პრობლემები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შრომის ინსპექციის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა სახალხო დამცველის საპარლამენტო გამოსვლას და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აქცენტები ქვეყნის პოლიტიკურ- საზოგადოებრივ დისკუსიას განაპირობებს, ძალიან საინტერესო და ყურადსაღებია.

 


პრეზიდენტი მოუწოდებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას, გააანალიზონ და მხედველობაში მიიღონ ყველა ის საკითხი, რომელიც ომბუდსმენმა წამოჭრა საპარლამენტო გამოსვლისას.

 


გიორგი მარგველაშვილმა იმ განწყობების შესახებაც ისაუბრა, რომელიც სახალხო დამცველის მიმართ არსებობს და იმ ადამიანებს უპასუხა „ვისაც მიაჩნია, რომ ომბუდსმენი გუნდრუკს უნდა უკმევდეს ხელისუფლებას, დაკავებული იყოს შედარებითი ანალიზებით, წარმოაჩენდეს არა პრობლემებს, არამედ ქადაგებდეს რამდენად კარგადაა ვითარება".

 


"ბევრი საინტერესო ინსტიტუტი არსებობს, ბევრი საინტერესო პოლიტიკოსი მოევლინება ხოლმე საზოგადოებას, რომელიც აღავლენს დიდებას ძლიერთა ამა ქვეყნისა მიმართ, მაგრამ არა ომბუდსმენი.

 


ომბუდსმენის ფუნქცია მდგომარეობს სწორედ იმაში და ჩვენ ომბუდსმენის სამსახურს და სახალხო დამცველის სამსახურს ვუხდით ხელფასს სწორედ იმაში, რომ აღმოაჩინოს პრობლემები, წარმოგვიდგინოს, მოგვცეს შესაძლებლობა მათი ანალიზის და მათი დაძლევის.

 


თუ ომბუდსმენი მხოლოდ ისაუბრებს იმის თობაზე რა არის გაკეთებული კარგი, ასეთ შემთხვევაში ასეთ ინსტიტუტს არ ექნება ფასი.

 


არიან ადამიანები, რომლებიც ამას სრულიად უფასოდ აკეთებენ და მათ შეგვიძლია მივანდოთ ეს საქმე.

 


სწორედ კრიტიკული ანალიზი, სწორედ პრობლემებზე მითითება არის ის, რაც ჩვენ გვეხმარება უკეთესი საზოგადოების შექმნისათვის,'' განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, რომელსაც უჩა ნანუაშვილიც ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი