ირაკლი სესიაშვილი: 2002 წლის შემდგომ, საქართველო იქნება ნატო-ს პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს
25-05-2017, 06:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ხვალიდან თბილისში იწყება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატოს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, პროგრესის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება. ასევე აღიარება იმ დამოკიდებულებების, რაც ნატოს საქართველოსთან მიმართებაში გააჩნია“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა ბრიფინგზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, 2002 წლის შემდეგ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს.

 

 

„ნატოს ისტორიაში, მხოლოდ ოთხჯერ, ნატოს არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და 2002 წლის შემდგომ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. დღეს, ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართება და უკვე ხვალიდან ეს ცენტრი გადმოინაცვლებს თბილისში. ეს არის მართლაც ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ამ დღეს დიდი სიხარულით ვხვდებით“, განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი