სამხედრო მოსამსახურეები საკონტრაქტო სამსახურის თვითნებურად შეწყვეტის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან თავისუფლდებიან
25-05-2017, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს საკონსტრაქტო-სამხედრო მოსამსახურეები, საკონტრაქტო სამსახურის თვითნებურად შეწყვეტის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან თავისუფლდებიან, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც თავდაცვის უწყებამ გაავრცელა.

 

 

მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება საერთო ჯამში 1205 პირს შეეხება, რომლებსაც 2014 წლიდან დღემდე დაახლოებით 14 მილიონ 160 ათასი ლარი პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა.

 


„თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი, მხარდაჭერილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და ის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განპირობებულია სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ თანადგომით და ჰუმანიზმის პრინციპით, თუმცა თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული აქტი ერთჯერადია და ის სისტემატიურ ხასიათს ვერ მიიღებს. აღნიშნული დადგენილების ამოქმედების შემდეგ, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს, კონტრაქტის უმიზეზოდ შეწყვეტის შემთხვევაში, პირგასამტეხლო დაეკისრებათ, რომელიც მყისიერად აღსასრულებლად მიექცევა. ამავე დადგენილებით, სამხედრო მოსამსახურის მიერ უმიზეზოდ კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნება ერთიდან სამი თვის ვადაში", აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი