„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრ მხოლოდ ოთხ ქვეყანაში გაიმართა და დღეს ეს ქვეყნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან.
„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ დღემდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია ოთხ არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა და დღეს ოთხივე ქვეყანა არის ნატოს წევრი, შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და მას ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვუმასპინძლებთ“, აღნიშნა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.