გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტს შეიძლება იტალიაში სხვანაირად ირჩევენ და მადაგასკარში სხვანაირად, ამ მოდელებს შორის განმასხვავებელი არის ერთადერთი - როგორ სურს ქართველ ხალხს?
25-05-2017, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში გაერთიანებული პროფკავშირების წევრებს შეხვდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა, რომლის მოდერატორიც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იყო, წუთიერი დუმილით დაიწყო. პრეზიდენტმა და შეკრებილმა საზოგადოებამ ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს ტყიბულში დაღუპულ მაღაროელთა ხსოვნას.

 


პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში შრომით უფლებებზე, სოციალური სახელმწიფოს პირობებში შრომის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 


გიორგი მარგველაშვილმა გაოცება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები, მათი სურვილის მიუხედავად, არ იყვნენ ჩართული საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

 


პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო სოციალური სახლემწიფოა და ეს ფრაზა მნიშვნელოვანი შემაერთებელი ფაქტორი გახდება ქართული საზოგადოებისათვის. რადგან ერთმანეთზე ზრუნვის, მხარდაჭერის, პრობლმების გაზიარების ტენდენცია ქართული კულტურის ნაწილია.

 


პრეზიდენტის განცხადებით, უნდა შევქმნათ ისეთი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ინდივიდზე, მოქალაქეზე ზრუნვა სახლემწიფოს ერთერთი ფუნქცია იქნება.

 


მარგველაშვილის თქმით, დღეს დგას საჭიროება, რომ თავისუფალი შრომა ავიყვანოთ თავის რეალურ შინაარსამდე. დავაფასოთ დასაქმებულის თვითრეალიზაცია და დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ბაზარმა მკაცრი მოთხოვნების წინაშე დააყენა.

 


პროფკავშირებისათვის მისაღებია კონსტიტუციაში "სოციალური სახელმწიფოს" ჩანაწერი, თუმცა შეხვედრაზე დაისვა კითხვები სოციალურ პარტნიორობასთან და კონსტიტუციაში 94-ე მუხლის არსებობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე, შრომის ინსპექციის თემაზე.

 


„ერის ისტორიიდან და მისი ფსიქიკიდან გამომდინარე, მე მჯერა რომ საქართველოსთვის მმართველობის ყველაზე ადეკვატური ფორმა დემოკრატიაა და ეს ნიშნავს, იმას რომ ყველა მოქალაქე რაღაც ფორმით უნდა მონაწილეობდეს სახლემწიფოს მართვაში.

 


როცა ვამბობ, რომ ამის მჯერა ეს ნიშნავს იმას, რომ მე ამ ნაწილში ვხედავ პასუხებს კითხვებზე. მე ვხედავ რომ პასუხი ბევრ კითხვას, უნდა გასცეს საზოგადოებამ და ეს პასუხები მუდმივად უნდა მოვიძიოთ.

 


დემოკრატია უნდა იყოს ჩვენი მმართველობის ფორმა. იქ სადაც გაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად უფლებამოსილება უნდა გადასცე ხალხს.

 


მისცე თავისუფლება გადაწყვიტონ და ეს ნიშნავს იმასაც, რომ მათ მისცე უფლება შეეშალოთ რაღაცა გადაწვეტილებები.

 


იმიტომ რომ თავისუფლება თავისთავად გულისხმობს შეცდომის უფლებასაც. ამ კუთხიდან ვუყურებ მე ყველაფერს რაზეც დღეს ვსაუბრობთ კონსტიტუციასთან მიმართებაში,“ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დემოკრატიის მთავარი ღირებულებაა ის, რომ გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს საზოგადოება, მათ შორის, ისეთ საკითხზე, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის თემა.

 


„ისე უნდა ირჩეოდეს პრეზიდენტი, როგორც ქართველ ხალხს უნდა - ეს არის ჩემთვის ამოსავალი. შეიძლება იტალიაში სხვანაირად ირჩევენ და მადაგასკარში სხვანაირად, მაგრამ ამ მოდელებს შორის განმასხვავებელი და პასუხზე კითხვის გამცემი ჩემთვის არის ერთადერთი რამ - როგორ სურს ქართველ ხალხს?'' აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი