საბერძნეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ლუკას პაპადემოსმა ათენში, მისი ავტომანქანის შიგნით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანება მიიღო.
BBC-ის ცნობით, პაპადემოსმა და მისმა მძღოლმა აფეთქებისას დაზიანებები ფეხის არეში მიიღეს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთ-ერთი ცნობით, აფეთქება წერილის ბომბით მოხდა, მაგრამ ეს არ დადასტურებულა.
პაპადემოსი პრემიერ მინისტრად 2011 წლის ნოემბერში დაინიშნა, რამაც პოლიტიკური და ეკონომიკური ალიაქოთი გამოიწვია.

იგი პოსტზე 2012 წლის მაისამდე მსახურობდა. პაპადემოსი ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტიც იყო.
პაპადემოსი და მისი მძღოლი, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა, გავრცელებული ცნობით, სასწრაფოდ ევანგელისმოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, ავტომანქანაში საბანკო სექტორის ორი ოფიციალური პირიც იმყოფებოდა, მაგრამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.