ზემო სვანეთში კონსტიტუციის პროექტის განხილვისას საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, ვიქტორ ჯაფარიძემ ზემო და ქვემო სვანეთის ერთიანი სამხარეო ადმინისტრაციის შექმნის იდეის მიზანშეწონილობის საკითხი დააყენა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ზემო სვანეთი სამეგრელოს რეგიონიდან უნდა იყოს გამოყოფილი და ქმნიდეს ერთიან სამხარეო სტრუქტურას ქვემო სვანეთთან გაერთიანებით.
“აუცილებელი არის რომ შეიქმნას ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, სამხარეო პრინციპით, მესტია-ლენტეხი უნდა გაერთიანდეს ერთად... მე ვერაფრით ვერ გავიგე, რა პრინციპით არის სამეგრელო [ზემო] სვანეთი ერთად. თუ სიახლოვით არის საუბარი, მაშინ იმერეთი და სამეგრელო ერთმანეთზეა გადაბმული და ჩვენ შორის [მანძილი] 140 კილომეტრი არის და რა პრინციპითაა, რა ლოგიკითაა გაერთიანება გაკეთებული, მე ვერ ვხვდები და ვერც მოსახლეობამ ვერ გაიგო ვერასოდეს ეს“, განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც „ქართული ოცნებიდან“ იყო და ოლქების გაერთიანებამდე მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.