ბრიუსელში, NATO-ს ახალი შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელის უხეში კვრით გვერდზე გაწია მონტენეგროს პრემიერ მინისტრი და მოწინავე პოზიციაზე დადგა. ამით კი მან NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს აგრძნობინა, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია მთავარი ძალა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.
სიტყვით გამოსვლისას კი მან თქვა, რომ NATO-ს 28 წევრიდან 23 არასათანადოდ იხდის თანხას თავიანთი ქვეყნების თავდაცვისთვის და აღნიშნა, რომ ეს არ არის სამართლიანი ამერიკის გადასახადის გადამხდელთა მიმართ.
„ბოლო 8 წელიწადში შეერთებულმა შტატებმა თავდაცვის სფეროში დახარჯა იმაზე მეტი, ვიდრე ალიანსის ყველა წევრმა ერთად აღებულმა. ნატოს-ს ყველა წევრ ქვეყანას გასულ წელს თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2 პროცენტი რომ დაეხარჯა თავდაცვაზე, ჩვენ დამატებით 119 მილიარდი დოლარი გვექნებოდა ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის“, განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომლის სიტყვით გამოსვლისას მის გვერდით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იდგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.