ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი: ICAO საქართველოს საავიაციო სფეროში უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის ზრდას მიესალმება
26-05-2017, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საავიაციო სფეროში უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ ოლუმუივა ბენარდ ალიუმ საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

 

 

ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახეზეა ხარისხობრივი ცვლილებები, საავიაციო უსაფრთხოებისა და მომსახურების დონის მიმართულებით.

 


ოლუმუივა ბენარდ ალიუ, რომელსაც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები საავიაციო სფეროს წარმომადგენლებთან, დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი გაგრძელდება.

 


პრემიერ მინისტრმა და ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოსა და ICAO-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

 


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

 

 

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შესახებ ისაუბრა, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის მასშტაბით შიდა აეროპორტების განვითარება. გიორგი კვირიკაშვილმა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ოთხმა ახალმა აეროპორტმა დაიწყო ფუნქციონირება და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

 

 

საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობას ტურიზმის კუთხითაც.

 


შეხვედრას ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ბიუროს რეგიონული დირექტორი ლუიშ ფონსეკა დი ალმეიდა, ხოლო საქართველოს მხრიდან  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია და საქართველოს ელჩი კანადასა და მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი