საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში პირველი შეხვედრა გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულესთან.
მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ევროინტეგრაციის კურსზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ, ევროინტეგრაციის დღის წესრიგის შესაბამისად გატარებულ რეფორმებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ჭეშმარიტი მოდერნაციისა და ევროპეიზაციის საკითხში. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, შეასრულოს აღებული ვალდებულებები, დააჩქაროს რეფორმები და უზრუნველყოს ევროპულ ნორმებსა და სტრატეგიებთან ჰარმონიზაცია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს, კერძოდ, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივებს. გამოითქვა, იმედი, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა შექმნის ახალ რეალობას ურთიერთობებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.