„პოზიციის” წარმომადგენლები 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
08-04-2015, 03:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საღამოს 10 საათზე 9 აპრილის მემორიალთან, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ტიტებით მივლენ და სიმბოლურად ზეცაში მანათობელ ფარნებს გაუშვებენ.

 
ღონისძიებაში მონაწილეობს უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, სამ სხვა უსინათლო ქალბატონთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, საბჭოთა ტანკებითა და ჯარისკაცებით ალყაში მოქცეულ თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველებს სიმღერით ამხნევებდა.

 
„პოზიცია“ მოუწოდებს როგორც ახალგაზრდებს, ისე ყველა თაობის წარმომადგენელს, შემოურთდნენ აღნიშნულ ღონისძიებას და ამით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი”.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი