საქართველოს მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მთავრობის სხდომაზე შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარადგინა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული კანონის საფუძველზე მოხდება სამუშაო სივრცეში/ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა, პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.
„კანონის შემუშავებამდე და მის პარალალურად მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით.
2013 წლის ივნისში შეიცვლა შრომის კოდექსი და მის ფარგლებში გაფართოვდა სამმხრივი კომისიის უფლება-მოვალეობები:
შეიქმნა შრომითი მედიაციის სამსახური და არაერთი შრომითი დავა დასრულდა წარმატებით;
შეიქმნა შრომის ინსექციის დეპარტამენტი;
პარალელურად მიმდინარეობდა ახალ კანონზე მუშაობა;
ბოლო სამმხრივ კომისიაზე, რომელიც ა.წ თებერვალში გაიმართა, მოხდა კანონპროქტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება და მხარეებს ბოლო შენიშვნებისთვის დაეგზავნა.
ახალი კანონი იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრის კუთხით. ახალი კანონპროექტი ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშროებებიან სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა", ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.