იან კელი: 26 წელია ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად მოიხსენიებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად
26-05-2017, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 


„დღეს მინდა ქართველ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე და ის განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პერიოდში მიაღწია. უკვე 26 წელია ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად მოიხსენიებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად.

 


ჩვენ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, როგორც მეგობრები და მოკავშირეები.

 

 

ჩვენი ურთიერთობა დამყარებულია საერთო ღირებულებებზე, რომელიც ჩვენი მდიდარი და ხანდახან არასტაბილური ისტორიით მოგვსდევს.

 


ეს საერთო ღირებულებებია ტოლერანტობა და თანასწორობა, მეგობრებისა და სტუმრების დაფასება და რა თქმა უნდა, საერთო სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს ღირებულებები სამაგალითოდაა წარმოჩენილი შოთა რუსთაველის ბრწყინვალე პოემაში ვეფხისტყაოსანი”.

 

 

მიხარია, რომ ეს პოემა ინგლისურად არის ნათარგმნი, მათ შორის ამერიკელი პოეტის, ლინ კოფინის მიერ. ეს თარგმანები პოემას ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

 

 

საქართველოს ვუსურვებ წარმატებას, მშვიდობასა და ხალხის კეთიდღეობას. გილოცავთ!”, აღნიშნულია იან კელის მილოცვაში, რომელიც საელჩოს „ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი