გიორგი მარგველაშვილი: ქართული სახელმწიფო არასდროს არ დაიხევს არც ერთი ნაბიჯით უკან, ქვეყნის გამთლიანების გზაზე
26-05-2017, 04:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრავალეროვანი საქართველოს სახელით მინდა დავუდასტურო ყველას, რომ ქართული სახელმწიფო არასდროს არ დაიხევს არც ერთი ნაბიჯით უკან, ქვეყნის გამთლიანების გზაზე, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

 

 

„დღეს ამ საზეიმო ტრიბუნიდან ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმ ძირითად ღირებულებებს, რის ირგვლივაც გაერთიანებული იქნება ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო. პირველ რიგში, მთელი მრავალეროვანი საქართველოს სახელით მინდა დავუდასტურო ყველას, რომ ქართული სახელმწიფო არასდროს არ დაიხევს არცერთი ნაბიჯით უკან, ქვეყნის გამთლიანების გზაზე. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლიერი იარაღით, რაც ძლიერი წარმატებული საქართველოს მშენებლობით გამოიხატება,“ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც 300-ზე მეტი წვევამდელის სამხედრო ფიცი ჩაიბარა.

 

 

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას.

 

 

ცერემონიას უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად, პრემიერ მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ესწრებიან. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი