თბილისში ავტობუსების მძღოლები და მეტროს მემანქანეები ფართომასშტაბიანი გაფიცვის დაწყებას გეგმავენ
08-04-2015, 03:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, მათ შორის ყვითელი ავტობუსის მძღოლები და მეტროს მემანქანეები შესაძლოა 14 აპრილს გაიფიცონ. როგორც ყვითელი ავტობუსის მძღოლმა, ჯემალ ცერცვაძემ განაცხადა, ამის მიზეზი მერიის მხრიდან მათთვის პრემიის ჩაურიცხაობაა.

 
ცერცვაძის თქმით, თბილისის მერიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ თითქმის ყველა შპს-ს და მის თანამშრომლებს სააღდგომო პრემიები ჩაურიცხა ხელფასის 80%-ის ოდენობით, თუმცა მათთან მიმართებაში ასე არ მოქცეულა.

 
“მადლობას ვუხდი სატრანსპორტო კომპანის ხელმძღვანელობას, მათ თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე 100 ლარი ჩაგვირიცხეს პრემიის სახით. თბილისის მერიამ მის თანამშრომლებს, მის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ებს, საკრებულოს წევრებს პრემიის სახით ხელფასის 80%-ის ოდენობის პრემია ჩაურიცხა, თუმცა ჩვენთვის არ ჩაურიცხავს. არადა ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა დატვირთვით გვიწევს მუშაობა, მითუმეტეს აღდგომის დღეებში”, – განაცხადა ცერცვაძემ და თბილისის მოსახლეობას მოუწოდა, რომ მათი მხრიდან სწორად იყოს აღქმული გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული.

 
ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის, ლავრენტი ალანიას თქმით კი, სატრანსპორტო კომპანიის გარდა პრემია ასევე არ ჩაერიცხა დასუფთავების სამსახურსა და შპს “სინათლის ქალაქს”. ალანია არ გამორიცხავს, რომ თუ გაფიცვა დაიწყება მათ ამ სამსახურების თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

 
“პრემიებს ურიცხავენ თავის თანამშრომლებს, საკრებულოს თანამშრომლებს, თითქმის ყველა შპს-ს, თუმცა ამ ხალხზე არავინ ფიქრობს. დღეს მივეცით გაფრთხილება მერიას და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა არ გამოსწორდება, აღდგომების მერე, 14 აპრილიდან დაიწყება ფართომასშტაბიანი გაფიცვა”, – განაცხადა ალანიამ.


tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი