ასპინძის გართობისა და დასვენების პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

როგორც Guardian.ge-ს ასპინძის გამგეობიდან აცნობეს, ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ მიულოცა სრულიად საქართველოს და ყველა მოქალაქეს ისტორიული თარიღი და აღნიშნა, რომ „ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა".

„ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას. მამა ზაქარიამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულების მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები. ვ. მაღრაძის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ფოლკლორული ანსამბლი ,,წუნდა" მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე ლევან ცაბაძემ სპორტულ აქტივობებში გამარჯვებული გუნდები სიგელებით დააჯილდოვა", აღნიშნულია ასპინძის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.