“სირცხვილია, ადამიანს, რომელსაც ქვეყანაში მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული, დააბრალო, რომ რაღაც შეღავათით სარგებლობს”
08-04-2015, 03:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


სირცხვილია, ადამიანს, რომელსაც ქვეყანაში მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული, დააბრალო, რომ რაღაც შეღავათით სარგებლობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

 
კვირიკაშვილის განმარტებით, პროგრამა – “აწარმოე საქართველოში” არ არჩევს ამ პროგრამის მომხმარებლებს იმის მიხედვით, თუ ვის რა ფინანსური მდგომარეობა აქვს.

 
“ამიტომ ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა ბიზნესმენს. სირცხვილია, რომ ადამიანს, რომელსაც მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საქართველოში ქველმოქმედებაში დახარჯული და კომერციულად არამიმზიდველ ადგილას 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, უკიჟინებდე და დააბრალო, რომ რაღაც შეღავათით სარგებლობს. ეს არის ნამდვილად სირცხვილი და არავის ეკადრება ამის გაკეთება. საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდეს ქვეყანაში შემოსული იმპორტის თითქმის მესამედი”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 
როგორც ცნობილია, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ფონდის მიერ მიღებული ყველა შეღავათი საკუთარი სახსრებით დაფაროს.

 
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
“ბოლო დროს მედიის საშუალებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ფონდის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბიძინა ივანიშვილმა შენიშვნა მისცა ფონდის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობას აღნიშნული პროგრამებით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მასთან შეუთანხმებლად მიღების გამო. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სახსრებით დაფაროს სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ფონდის მიერ მიღებული ყველა შეღავათი. შეღავათების დაფარვა მხოლოდ მისი კაპიტალით განხორციელდება, შესაბამისად, ეს თანხები არ დააწვება ტვირთად ფონდის სხვა ინვესტორებს და პარტნიორ კომპანიებს. ფონდის მმართველი კომპანია არ იზიარებს ხსენებულ შენიშვნას, რადგან მისი ხელმძღვანელობა, მანდატის შესაბამისად, ავტონომიურად იღებს ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას და არ აქვს ფონდის ინვესტორებთან მათი შეთანხმების ვალდებულება; ამასთან, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ისევე როგორც საქართველოს მასშტაბით მოღვაწე სხვა 100-ზე მეტი კომპანია სახელმწიფო პროგრამაში “აწარმოე საქართველოში” კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით მონაწილეობდა. ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ხსენებული სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობენ საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რათა მან მაქსიმალურად გაუწიოს კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ სუბსიდირებულ იმპორტს.


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი დაარსების დღიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და განხორციელებაზე აქტიურად მუშაობს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო და რჩება საქართველოში მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და წარმატებული ორგანიზაციების დაარსება, რომლებმაც ფონდის პროექტებიდან გასვლის შემდეგაც უნდა შეძლონ წარმატებულად ოპერირება. მმართველი კომპანიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი