ადიგენში ლოზუნგით, „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაბა ადიგენის სპორტულ მოედანზე გაიმართა.

„ღონისძიება, რომელიც ეროვნული ჰიმნით დაიწყო ადგილობრივი ანსამბლების მიერ შესრულებული სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებისაგან შედგებოდა. მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. 26 მაისის აღნიშვნა ადიგენში სპორტული ღონისძიებით დასრულდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს გუნდებს შორის მინი ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა", აღნიშნულია ადიგენის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.