დუშეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
26-05-2017, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დუშეთის მუნიციპალიტეტშიც განსაკუთრებულად აღინიშნა.

 


დუშეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრადიციულად დუშეთში დილიდან სხვადასხვა აქტივობები მოეწყო, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, მისი პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროსა და მცხეთა-მთაიანეთის გუბერნიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 


გამგებელმა მოსახლეობას დღესასწაულთან ერთად, „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილე მიულოცა.

 

 

 


საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქში კონცერტით დაიწყო, დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივმა შემსრულებლებმა სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარუდგინეს;

 

 

გაიმართა საჭადრაკო ტურნირი ბარისახოსა და დუშეთის მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის, რომლიც ბარისახოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა;

 

 

 

 

მოეწყო სპორტული მართონი სირბილში, რომლის გამარჯვებული გახდა გიორგი მექვაბიშვილი, ხოლო II და III ადგილები კი უჩა კარიაულმა და რატი მწითურმა გაინაწილეს; დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს მოსწავლე-ახალგაზრდებმა ქ. დუშეთის N 1 საჯარო სკოლაშიც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების თანდასწრებით გაიხსნა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის სტენდი.

 

 

 


საზეიმო ღონისძიებები დოღით დასრულდა. ბაზლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 32 -მა მსურველმა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები: I ადგილი - გოგიტა კოწაწაშვილი, II ადგილი - ლევან კარიაული და III ადგილი - გიორგი სოხაშვილი.

 

 

 


გამართულ ღონისძიებებში გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.

 

 

 


აღსანიშნავია, რომ დოღს აგრეთვე ესწრებოდა ლევილის ყოფილი მერი დანიელ ესტრემი, რომელმაც ღონისძიების შემდეგ დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა ადგილობრივი მოსახლის მიერ მოწყობილი ეთნოგრაფიული საგამოფენო სივრცე, ღვინის მარანი, დაათვალიერა მხარისთვის დამახასიათებელი ხელსაქმისა და კუთხური სამოსის ნიმუშები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი