ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს, ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო კომისიის და ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, გაფართოებული შემადგენლობით, საპარლამენტთაშორისო კომისიის სხდომაზე, ასამბლეის პრეზიდენტის და სხვადასხვა დელეგატების მხრიდან, საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები მოისმინა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები დადებითად იქნა შეფასებული.
„აბსოლუტურად ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა, როგორც დემოკრატიის, ასევე უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმის მიმართულებით, რასაც ქართული მხარე სიამოვნებით მიესალმება. შეხვედრაზე სხვადასხვა თემების განხილვასთან ერთად, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციურ პოლიტიკას და მისგან გამომდინარე საფრთხეებს. შეხვედრაზე საქართველოს მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების როლიც განვიხილეთ.
საერთო ჯამში, უპრეცედენტო მხარდაჭერა მივიღეთ, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ასამბლეის წევრები საკუთარ მთავრობებს მოუწოდებენ გაზარდონ საქართველოს მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი მხრივ, კომისიის წევრებს, საკომიტეტო მუშაობებში ქართული დელეგაციის წევრების მეტი ჩართულობა შევთავაზეთ“, განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.