გიორგი კვირიკაშვილი: 99 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა - ამ დღეს ჩვენმა ქვეყანამ თავისი ისტორიული მიზანი რეალობად აქცია
27-05-2017, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა. პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული დღესასწაული მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს, მთელ საქართველოს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრებს იმისთვის, რომ იზიარებენ ქართველი ხალხის სიხარულს დამოუკიდებლობის დღესასწაულისა, რომლისთვისაც ქართველმა ხალხმა ძალიან გრძელი და ეკლებით მოფენილი გზა გაიარა.

 


„26 მაისი ძალიან ძვირფასი დღეა ჩვენთვის. 99 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ დღეს ჩვენმა ქვეყანამ თავისი ისტორიული მიზანი რეალობად აქცია. სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო ის ერთადერთი საშუალება, რომ თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი ქვეყანა შექმნილიყო. და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობა ძალიან ხანმოკლე და მტკივნეული აღმოჩნდა, მან უდიდესი გავლენა მოახდინა ერის ცნობიერებაზე და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს საძირკველი სწორედ მაშინ ჩაიყარა. 26 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნა წართმეული სახელმწიფოებრიობა“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს 26 წელი საკმაოდ მძიმე იყო, დღეს ქართული სახელმწიფო წინ მიდის, ვითარდება და მტკიცედ ადგას დემოკრატიზაციისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

 


„დღეს ჩვენ შეგვწევს ძალა, არა მარტო გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს, არამედ სწრაფად განვავითაროთ ქვეყანა და მივაღწიოთ ახალ და ახალ წარმატებებს. წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს სრულიად ახალი რეალობით შევხვდით - ევროპამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კარები გაუღო და უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა. დღეს მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ჩვენს მეგობარს, ვისაც სჯერა ქართული სახელმწიფოს ევროპული მომავლის და გვერდში უდგას ქართველ ხალხს ამ მიზნის მისაღწევად. მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ, გვიგულოთ საიმედო და ერთგულ პარტნიორად და მეგობრად. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს და ვუსურვებ ჩვენს თაობას, ჩვენი მომავალი თაობის იმ ულამაზეს წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ვიხილეთ თბილისის ქუჩებში გამოსული მომავლის იმედით, ანთებული თვალებით, რომ მათ ის იმედი და ნატვრა ახდენოდეთ, რასაც დამოუკიდებელი, ევროპული, თანამედროვე საქართველო ჰქვია. გილოცავთ!“ მიმართა სტუმრებს გიორგი კვირიკაშვილმა.

 


საზეიმო მიღებაზე პრემიერ მინისტრი მეუღლესთან, მაკა ცინაძესთან ერთად იმყოფებოდა.

 


ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოში სტუმრად მყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს ეკლესიის, პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი