გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ამით მრავალი თაობის ქართველების ოცნება ავასრულეთ
27-05-2017, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

 


პრეზიდენტმა მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 


„მეოთხედი საუკუნის წინ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ამით მრავალი თაობის ქართველების ოცნება ავასრულეთ - მიზანი თითოეული მოქალაქის, ეცხოვრა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახლემწიფოში.

 


დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე მრავალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევაა, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

 


მიუხედავად სირთულეებისა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ განუხრელად ვავითარებდით ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულ, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ, თავისუფალ სახლემწიფოს.

 


ამ გზაზე ჩვენ მარტო არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით ჩვენს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, ამ გზაზე ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ.

 


კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალი დიდი წარმატების და გამარჯვების საწინდარია დღევანდელი დღე”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი