ზბიგნევ ბჟეზინსკი, პრეზიდენტ კარტერის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
27-05-2017, 03:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზბიგნევ ბჟეზინსკი, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, 89 წლის ასაკში პარასკევ საღამოს ვირჯინიაში გარდაიცვალა.

 


ინფორმაცია სოციალური ქსელით მისმა შვილმა, მიკამ გაავრცელა.

 


აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მის ყოფილ მრჩეველს „ჩინებული საზოგადო მოღვაწე“ უწოდა.

 


თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ის დიდი ხნის განმავლობაში აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა. მან იმთავითვე მხარადაჭერა გამოუცხადა ბარაქ ობამას და მისი შემცვლელის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი იყო.

 


მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადება „თვითერზე“, რომელიც თებერვალში გააკეთა, შენიშნავდა: „გაგვაჩნია კი საერთოდ საგარეო პოლიტიკა ახლა?“

 

 

პოლონელი დიპლომატის „ცოდნისმოყვარე და ინოვაციებისაკენ მიდრეკილი“ ვაჟი, ბჟეზინსკი, უსაფრთხოების მრჩევლად „ბუნებრივი არჩევანი“ იყო, ნათქვამია კარტერის სამძიმრის განცხადებაში.

 

 

„მან არსებითი როლი ითამაშა ჩემ ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში, მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში, SALT II ხელშეკრულების [შეიარაღების კონტროლზე], კემპ დევიდის შეთანხმებების შუამავლობის [ახლო აღმოსავლეთის მშვიდობაზე], და პანამის არხის ხელშეკრულებების, ისევე როგორც სხვა საკითხების მიღწევაში“, წერს კარტერი.

 

 

„იგი იყო ბრწყინვალე, თავდადებული და ერთგული და დარჩა ჩემ ახლო მრჩევლად კარტერის ცენტრში. მე მომენატრება იგი“. 

 

კომენტარები: 1
#1  გიორგი
      
ძაღლი მიაკვდა სულში. 20 წლის წინ ბჟეზინსკიმ იწინასწარმეტყველა რომ უნდა გამოეწვიათ საომარი კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის
27 მაი 2017 03:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი