მიუხედავად შობადობის მაჩვენებლის მატებისა, საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში სიკვდილიანობა შობადობაზე მაღალია, – ამის შესახებ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„კახეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელს შობადობის მაჩვენებელმა გადააჭარბა. იმერეთი ზღვარს უახლოვდება. განსაკუთრებით კრიზისული რეგიონებია: რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და გურია, სადაც, 2012 წლის მონაცემებით, მინუს 583 კაცით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. თუ რაჭა – ლეჩხუმში ძალიან სერიოზული დემოგრაფიული ინიციატივები არ განხორციელდება, ეს რეგიონი შეიძლება მთლიანად დაიცალოს“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.