„ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს
27-05-2017, 07:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, სპორტის სასახლეში „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა იმართება.

 

 

პარტია დღეს თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს აირჩევს.

 

 

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება. ბოკერიამ შეკრებილ საზოგადოებასა და გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პარტიის ღირებულებებზე ისაუბრა.

 

 

„ეს ჩემთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც ყველაზე უფრო ღირსეული პოლიტიკური ლიდერისგანაც კი კერპს არ შექმნის და, რაც მთავარია, თაყვანს არ სცემს შუშის სასახლეში მყოფ ოლიგარქს, რომელსაც სათამაშოდ მიაჩნია ეს ქვეყანა და მასში მცხოვრები ადამიანები. კიდევ უფრო მადლიერი ვარ თქვენით იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის გუნდი, ვისი იმედიც შეუძლია, ჰქონდეს საქართველოს. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც არასდროს არ დათმობს ჩვენს არჩევანს, რომ ვიყოთ თავისუფალ ერთა ოჯახის სრულფასოვანი წევრი. რომელიც არასოდეს არ დათმობს ჩვენს ევროპულ არჩევანს, ევროპულ საქართველოს. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც არასოდეს არ შეეგუება, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, დღევანდელი რუსეთის ჭაობში,“ განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი