ჩვენ შევცვლით ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის ნგრევისა და რყევის გარეშე, აღნიშნული განცხადება „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ თბილისში, სპორტის სასახლეში პარტიის დამფუძნებელ კრებაზე გააკეთა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს შურისმაძიებელი, დაბოღმილი რეჟიმი მართავს.
„მინდა, მივმართო მათ, ჩვენ საკმარისად ვატკინეთ ერთმანეთ, დღეს თქვენი ქმედებებით მხოლოდ ქვეყანას სტკენთ, ამიტომ გაათავისუფლოთ პოლიტპატიმრები,“ განაცხადა გიგი უგულავამ, რომლის თქმითაც, ივანიშვილის მთავრობას არჩევნების გზით ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს.
მისი განცხადებით, პარტიის მიზანია, არჩევნების გზით ქვეყანაში „საბჭოთა ერთპარტიულობა" დაასრულოს.
პარტიამ დღეს გენერალური მდივნის გარდა, თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აირჩია და თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.