„ევროპული საქართველოდან" თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის მიერ გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე გახდა ცნობილი.
„ჩემი გამარჯვება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მე შევიძენ გულწრფელ თანამოაზრეებს, ნამდვილ მხარდამჭერებს და, როდესაც მე გავამართლებ გულწრფელ ნდობას,“ განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარტიამ დღეს სპორტის სასახლეში დამფუძნებელი ყრილობა გამართა, სადაც პარტიის ხელმძღვანელი ორგანოს არჩევა მოხდა.
„ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, გენმდივანი - გიგი უგულავა და პოლიტმდივანი - გიგა ბოკერია იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.