British Airways-მა ლონდონის ჰიტროუს და გატვიკის აეროპორტებიდან შაბათს, 27 მაისს ყველა ავიარეისი გააუქმა, რაც კომპიუტერულმა პრობლემებმა განაპირობა. თავდაპირველი ინფორმციის თანახმად, კომპანიამ რეისები 18:00 საათამდე (ადგილობრივი დროით - თბილისის დროით 21:00) გააუქმა, თუმცა მოგვიანებით გამოაცხადა, რომ დრო გახანგრძლივდებოდა და მთელი დარჩენილი შაბათი, 27 მაისი ფრენები არ შესრულდებოდა.
ამის მიზეზი „მთავარი IT სისტემის შეფერხებაა, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენ ფრენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, აცხადებენ ავიახაზებში.
BBC-ის ცნობით, ავიაკომპანია ბოდიშს იხდის „გლობალური სისტემის მუშაობის შეჩერების“ გამო და აცხადებს, რომ იგი „მუშაობს პრობლემის გადასაწყვეტად“.
ამ ეტაპზე „ბრიტიშ ეარვეისს“ არ გააჩნია იმის სამხილი, რომ კომპიუტერული პრობლემები ჰაკერეული თავდასხმის შედეგია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.