„ადაპტაცია მომავლისთვის", - ამ ლოზუნგით ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია (GLOBSEC) გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, იგი სიტყვით უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე „აღმოსავლეთ სამეზობლო 2017" გამოვა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მისასალმებელი შეხვედრა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) პრეზიდენტთან, რობერტ ვასსთან და ფორუმის საპატიო თავჯდომარესთან, რასტისლავ კაჩერთან უკვე გამართა.
კონფერენციის ორგანიზატორებმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის.
რიგით მე-12 კონფერენციას 70 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრება. გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას იღებენ: სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო, ჩეხეთის პრემიერ მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკა, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის წარმომადგენლები, უსაფრთოების სფეროს ექსპერტები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.