აუცილებელია პოლიციელის სოციალური დახმარება სამხედროების კომპენსაციას გაუთანაბრდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობამ პრემიერისგან დავალება დიდი ხნის წინათ მიიღო.
„რა თქმა უნდა, აუცილებელია პოლიციელის სოციალური დახმარება სამხედროების კომპენსაციას გაუთანაბრდეს. ამას მხარს ვუჭერ და მოხარული ვარ. ეს ადამიანებიც იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, მაინცდამაინც ომში დაიღუპება თუ კრიმინალთან ბრძოლაში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიციელებისთვის სოციალური დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე მზადაა და ის უახლოეს მომავალში პარლამენტს გადაეგზავნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.