British Airways-მა ლონდონის ჰიტროუს და გატვიკის აეროპორტებიდან შაბათს, 27 მაისს ყველა ავიარეისი გააუქმა, რაც კომპიუტერულმა პრობლემებმა განაპირობა. თავდაპირველი ინფორმციის თანახმად, კომპანიამ რეისები ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე (თბილისის დროით 21:00 საათი) გააუქმა, თუმცა მოგვიანებით გამოაცხადა, რომ დრო გახანგრძლივდებოდა და მთელი დარჩენილი შაბათი, 27 მაისი, ფრენები არ შესრულდებოდა, რამაც BBC-ის ცნობით, აეროპორტებში სრული ქაოსი გამოიწვია.
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია იუწყება, მგზავრთა მთავარი უკმაყოფილების მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. აბსოლუტური ქაოსია შექმნილი ჰიტროუში, სადაც მგზავრები აეროპორტის დატოვებას ცდილობენ და საათობით დგანან რიგებში, რადგან მათ სასაზღვრო პატრულის ბარიერები უნდა გაიარონ.
მგზავრები 5 საათზე მეტია სტოკჰოლმის აეროპორტში ჭიშკართან მდგარ თვითმფრინავში იმყოფებიან და გამოხატავენ უკიდურეს უკმაყოფილებას.
ავიარეისების გადადების მიზეზი „მთავარი IT სისტემის შეფერხებაა, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენ ფრენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, აცხადებენ ავიახაზებში.
BBC-ის ცნობით, ავიაკომპანია ბოდიშს იხდის „გლობალური სისტემის მუშაობის შეჩერების“ გამო და აცხადებს, რომ იგი „მუშაობს პრობლემის გადასაწყვეტად“.
ამ ეტაპზე „ბრიტიშ ეარვეისს“ არ გააჩნია იმის სამხილი, რომ კომპიუტერული პრობლემები ჰაკერეული თავდასხმის შედეგია.
2016 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, British Airways-მა წლის განმავლობაში 44 მილიონი მგზავრის ტრანსპორტირება განახორციელა, რაც დღეში საშუალოდ 120, 000 მგზავრია.
British Airways-ი ერთ-ერთი უდიდესი ავაიკომპანიაა და რამდენიმე მსხვილ შვილობილ კომპანიას აერთიანებს. იგი მსოფლიოს გარშემო 130 ქვეყანაში ახორციელებს ფრენებს. წლიური შემოსავლის მიხედვით კომპანია მე-6 ყველაზე დიდ გადამზიდავად არის დასახელებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.