ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე მძაფრი კრიტიკის საგნად იქცა მისი ჯარისკაცებისადმი მიმართვისას გაუპატიურებაზე წარმოთქმული ხუმრობის გამო.
როგორც BBC იუწყება, ქვეყნის სამხრეთით სამხედრო მდგომარეობის დაწესების შემდეგ, სამხედრო ბანაკში საუბრისას მან თქვა, რომ ჯარისკაცებს სამი ქალის გაუპატიურების უფლება ჰქონდათ.
ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფმა განაცხადა, რომ მისი კომენტარი „საზიზღარი“ იყო, ხოლო ბილ და ჰილარი კლინტონების ქალიშვილმა ჩელსიმ „თვითერზე“ დაწერა, რომ „გაუპატიურება არასოდეს ყოფილა სასაცილო“.
დუტერტემ სამხედროებს უთხრა: „მე თქვენი გულისთვის ციხეში ჩავჯდები. თუ თქვენ გააუპატიურებთ სამ (ქალს), ვიტყვი, რომ ეს მე გავაკეთე. მაგრამ თუ თქვენ ცოლად მოიყვანთ ოთხს, მეძავს, თქვენ დაიბეგვებით“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.