ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში, საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადების შესაბამისად, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, გამგებლის მოადგილე გიორგი ლომთაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კობა რობაქიძე, გამგეობის იურისტი ქრისტინე ბეროძე, გამგებლის წარმომადგენელი ცუცხვათის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა პატარიძე, ცუცხვათის დეპუტატი გრიგოლ ჩიხლაძე, სოფლის მოსახლეობა და აღნიშნულ ინიცატივაში ჩართული სტუდენტები ესწრებოდნენ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, დასახლების საერთო კრება არის სოფლის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მოსახლეობის ქმედით ჩართულობას.
საერთო კრებაზე მოსახლეობის ერთობლივი გადაწვეტილებით მოხდა დასახლების რჩეულის არჩევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.