NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტების სხდომაზე საპარლამენტო ასამბლეამ „ძალიან ცალსახა მხარდაჭერის გზავნილები“ გააჟღერა „საქართველოს როგორც დეოკუპაციის პოლიტიკის, ისე სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით“. აღნიშნულის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან იყო ძალიან ცალსახა მხარდაჭერის გზავნილები საქართველოს როგორც დეოკუპაციის პოლიტიკის, ისე სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც გათვლილია კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგებაზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერთობლივად მომავალში, იმისათვის, რომ საქართველოს სამშვიდობო ამოცანები იქნას შესრულებული - რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას“, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ციხელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.