20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სირიის ქალაქ რაყას რაიონში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სირიის საინფორმაციო სააგენტო „სანა“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიულ სააგენტოსთან ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ შაბათ საღამოს ავიაციამ დარტყმა მიაყენა ავტომანქანას, რომელსაც რაყადან მოქალაქეები გადაჰყავდა.
საერთაშორისო კოალიციას, რომელსაც ვაშინგტონი ხელმძღვანელობს, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
საერთაშორისო კოალიცია რაყას რაიონში ავაიდარტყმებს „სირიის დემოკრატიული ძალების“ მხარდასაჭერად ახორციელებს. ოფიციალური დამასკო „სირიის დემოკრატიული ძალების“ ქმედებას უკანონოდ მიიჩნევს.
„რია ნოვოსტი“-ს ცნობით, ყოველდღიურად ალყაშემორტყმული ქალაქიდან ასეულობით ადამიანი გამოდის. ქურთული წყაროების ბოლო მონაცემებით, „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში რაყადან ათეულობით ათასი ლტოლვილი იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.