NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი: „NATO ძალიან ახლოსაა საქართველოსთან“
28-05-2017, 08:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილე დელეგაციების წევრებთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრთან, ბექა ოდიშარიასთან ერთად შიდა ქართლში მდებარე სოფელ ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა.

 

 

 


როგორც პაოლო ალიმ განაცხადა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ თბილისში საგაზაფხულო სესიის გამართვა იმის დემონსტრირებაა, რომ „NATO ძალიან ახლოსაა საქართველოსთან“.

 

 

(საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ფოტოები)

 


„ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აქ, ადმინისტრაციულ საზღვართან ყოფნა. ვნახოთ ადმინისტრაციული საზღვარი ჩვენი თვალით, ვნახოთ რა ხდება აქ - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა იმყოფება თბილისში და მართავს საგაზაფხულო სესიას, რათა მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ NATO ძალიან ახლოსაა საქართველოსთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, დღეს ჩვენი აქ ყოფნა, ასევე სიმბოლურია ჩვენი მხრიდან. შეგვიძლია, ჩვენი თვალით ვნახოთ და შევიტყოთ იქიდან, რაც გვიამბეს, რომ ვითარება აქ მართლაც დრამატულია. გვესმის, რომ მოსახლეობას აქვს პრობლემები და ეს მიუღებელია საერთაშორისო სამართლისა და წესებისთვის. ასე რომ, ეს იქნება შესაძლებლობა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყნებში და მოვუყვეთ მათ აქ არსებული მდგომარეობის შესახებ. მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ტერიტორიულ მთლიანობას“, განაცხადა პაოლო ალიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი