საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მძლავრი, მომუჭული ხელის ჩამორთმევა დონალდ ტრამპთან „არ იყო მიამიტი“ და იყო „სიმართლის მომენტი“.
როგორც BBC წერს, მათი ხელის უხერხული ჩამორთმევისას ერთმანეთზე მოჭიდება იმდენად მძლავრი იყო, რომ თითების სახსრები გათეთრდა.
მაკრონმა ფრანგულ მედიას უთხრა, რომ მას უნდოდა „ეჩვენებინა, რომ იგი მცირე დათმობაზე, თვით სიმბოლურ დათმობაზეც კი არ წავიდოდა, მაგრამ არც გადაამლაშებდა რაიმეს“.
ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ხუთშაბათს ბრიუსელში, NATO-ს სამიტის წინ შეხვდნენ.
მძლავრი ხელის ჩამორთმევისას, რომელიც რამდენიმე წამი გაგრძელდა, მაკრონი და ტრამპი ერთმანეთს თვალჩაციებით ჩასცქეროდნენ, მაკრონმა თავდაპირველად არ გაუშვა ტრამპს ხელი, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობდა ხელის გაშვებინებას და ეს მანამ გაგრძელდა, სანამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი საბოლოოდ არ შეეცადა მისი ფრანგი კოლეგისგან მზერის და ხელის ერთდროულად მოცილებას.
„დონალდ ტრამპი, თურქეთის პრეზიდენტი თუ რუსეთის პრეზიდენტი მოვლენებს ძალაუფლების ურთიერთობების მიხედვით უყურებენ, რომელიც მე არ მადარდებს. მე არ მჯერა დიპლომატიის, საჯარო კრიტიციზმის მეშვეობით, მაგრამ ორმხრივ დიალოგში მე არ დავუშვებ რაიმეზე უკან დავიხიო. ეს არის ის, რითაც შენ იღებ პატივისცემას“, უთხრა მაკრონმა გაზეთ Journal du Dimanche-ს, როგორც ამას BBC იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.